რეგიონი

დიდთოვლობის გამო კახეთში პრობლემები შეიქმნა

დიდთოვლობის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა, ავარიულად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც
ზოგიერთ ადგილას თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს.

ინტენსიური თოვის გამო, პრობლემებია საავტომობილო გზებზეც.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განმარტებით გაწმენდითი სამუშაოები, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

“გზების თოვლისგან გასაწმენდად გრეიდერი მუშაობსო, ქუჩებში ინტენსიურად მარილს ვაყრით. მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია და შემოყვანილი გვყავს დამატებით ტექნიკა რომ გზებზე მოძრაობა შესაძლებელი გავხადოთ”– განაცხადა ანდრიაშვილმა.

ინტენსიური თოვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

ენერგო-პროს კახეთის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელექტრო გადამცემი ხაზები ახმეტის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშია დაზიანებული და მისი აღმოფხვრისათვის კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს.

თითქმის ერთი კვირაა, კახეთში დღეგამოშვებით თოვს და დროდადრო ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს უშლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button