სპორტი
ამსტერდამის „აიაქსმა“ სებასტიან ალერიში რეკორდული თანხა გადაიხადა
ინგლისური „ვესტ-ჰემ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი სებასტიან ალერი ახლა უკვე ნიდერლანდური გრანდის წევრია.
„აიაქსმა“ მის სანაცვლოდ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა 22, 5 ევრო გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ ვესტ-ჰემმა ალერი, 2019 წლის ზაფხულში ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ იყიდა და ეს ტრანსფერი ინგლისურ კლუბს მაშინ 50 მილიონი ევრო დაუჯდა.
კ
ოტ-დ’ივუვარელმა ფეხბურთელმა ამსტერდამულ კლუბთან უკვე გააფორმა კონტრაქტი. ალერი კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
26 წლის შემტევი ნახევარმცველი საფრანგეთში დაიბადა, თუმცა 2020 წლიდან კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.
მისი მაისურით საერთაშორისო ტურნირებზე ფეხბურთელმა ჯერ მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა.