მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

,,ან ბიბილოვი, ან ხალხი” – ცხინვალში ოპოზიციონერების დაჭერა დაიწყო

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ, სამმაგი მკვლელობის ბრალდებით, პარტია ,,ნიხასის” ლიდერის, ალან გაგლოევის ძმა, ალექსანდრე გაგლოევი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,ნიხასის” წევრები ავრცელებენ.

ზიტა ბესაევა

ერთ-ერთი ლიდერის, ზიტა ბესაევას ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლები ,,ნიხასის” ოფისშიც მივიდნენ. ,,ურუზამ ჯაგაევი ტერორზე გადავიდა, ეს არის უსამართლობა.” – აცხადებს ზიტა ბესაევა. ალექსანდრე გაგლოევის შემდეგ, იმავე ბრალდებით, მისი ძმა, ალან გაგლოევი დააკავეს.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ცხინვალში მშვიდობიანი მიტინგი ჩატარდა.

,,დღევანდელი მიტინგის ლოზუნგი იქნება: ან ბიბილოვი, ან ხალხი!” – ასეთი იყო ერთ-ერთი ოპოზიონერის განცხადება, რომელმაც მიტინგის დაწყებამდე, ფოტო გადაიღო წარწერით: ,,ჩვენ ვიკრიბებით.”

ცხინვალში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც 28-წლის ინალ ჯაბიევი იზოლატორში წამების შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის სიკვდილს დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა მოჰყვა. ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.

მიუხედავად ამისა, ბიბილოვის ოპოზიცია ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა ბიბილოვმაც უნდა აიღოს და გადადგეს. ყოფილი ,,პრეზიდენტი” ედუარდ კოკოითი კი, ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალში ჩასვლას გეგმავს. მან პირობა დადო, რომ რომ თუ ბიბილოვი 31 აგვისტოს 12 საათამდე არ გადადგებოდა, მშობლიურ მიწაზე დაბრუნდებოდა და ბრძოლას დაიწყებდა.

მანამდე დე-ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგიევმა კომპრომატები გამოაქვეყნა, რომლითაც ის ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და დეპუტატის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.

რაც შეეხება გარდაცვლილ ინალ ჯაბიევს, მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იგი დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული და იზოლატორში ჩვენების მიღების მიზნით აწამეს. მასთან ერთად კიდევ ორი პირი აწამეს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ.

წყარო: Qartli.ge

მსგავსი პოსტები

Back to top button