მნიშვნელოვანისაქართველო

პოლიტიკოსების და პარტიების რეიტინგი ციფრებში – IRI-ს გამოკითხვის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

პარტიებისა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული კვლევის შედეგებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეიტინგი ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტინგზე ნაკლებია.

შეკითხვაზე – ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს ვის მისცემთ ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
“ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 26% უჭერს მხარს.
გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22% -ია,
„ევროპული საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“ კი 7%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
„პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტები“ 5-5 %-იან მხარდაჭერას ინაწილებენ.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 2%-ს არ აღემატება.

პოლიტიკოსებს შორის დადებითი შეფასებით პირველ ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე(59%),
თბილსის მერი კახა კალაძე(49%),
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე(48%),
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი(41%),
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი(41%).

40-40% აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს.

ამავე გამოკითხვით, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიმართ კეთილგანწყობილია 38%.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ 36%.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებითი განწყობის მაჩვენებელი 35%-ია.

გამოკითხვა 20 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა.  საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება +/- 2.5%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button