მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ანა დოლიძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

“ხალხს აქვს ძალიან ბევრი კითხვა ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ამ ხელშეკრულების დადებისთვის, ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას. საუკეთესო ფორმატი, სადაც შეიძლება ამ კითხვებზე გავიგოთ სიმართლე, არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებს შეუძლიათ, აიღოს ხელში ბერკეტები და შექმნას პროცესი, რომლითაც ჩვენ დავადგენთ სიმართლლეს,”- აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძემ აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს,კახა კუჭავას განცხადებით მიმართა.

შეგახსენებთ,“ნამოხვანჰესის” მოწინააღდეგეთა აქტიური პროტესტის მიუხედავად, კომპანია „ენკა“ ჰესის მშენებლობის გაგრძლებას მაინც აპირებს.

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა,
23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადაინაცვლა, 26 მაისს“ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეებმა დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა, ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button