მნიშვნელოვანი

ანა ნაცვლიშვილი: „თვალთვალი ხშირად, დაშანტაჟების მოტივით ხდება და სახელწიფო უსაფრთხოება არაფერ შუაშია“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებული რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება, სადაც ადამიანები მათ მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე საუბრობდნენ, აჩვენებს, რომ მიყურადება არა ქყეყნის უსაფთხოების, არამედ დაშნტაჟების მოტივით ხდება.

,,ბოლო პერიოდში გაკეთებული რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ კვლავ უთვალთვალებენ, აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი ამას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით კი არ აკეთებს, არამედ უკანონო ფორმით და უკანონო მიზნებისთვის უთვალთვალებს ადამიანებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში.

მოისმინეთ ანა ნაცვლიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button