მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ანაგის სკოლა შესაძლოა, ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლა, შესაძლოა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ 19 დაუდასტურდა პედაგოგს, რომელიც ამავდროულად, ადმინისტრაციის თანამშრომელიცაა.

სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლია ბეჟაშვილის განმარტებით, ინფიცირებული პირს, დიდი ალბათობით, მრავალრიცხოვანი კონტაქტები აქვს.

“სულ ახალი ამბავია, ახლა ვარკვევთ დეტალებს. ის ისეთ ფუნქციას ასრულებს, დიდი ალბათობით, მრავალრიცხოვანი კონტაქტები აქვს. ალბათ, მოგვიწევს სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა. ველოდები ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციას, როგორ მოვიქცეთ”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

სოფელ ძველ ანაგაში, კორონა ვირუსის დადასტურების ეს პირველი შემთხვევაა.

პედაგოგის ინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე უცნობია. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია.

სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში, 160 მოსწავლე სწავლობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დღეს, კორონა ვირუსის, სულ 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button