მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ანაკლია-რიყის ტერიტორიაზე ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა

ანაკლია-რიყის ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც რადიო თბილისს, ანაკლიის მაჟორიტარმა დეპუტატმა დათა შელიამ განუცხადა, ცეცხლის კერა იქვე სიმინდის საყანე ფართობში მომუშავე მოსახლეობამ შენიშნა და მათ საკუთარი ძალებით მისი ლოკალიზება დაიწყო.

“რომ არა მოსახლეობის ძალისხმევა, შედეგი გვექნებოდა სავალალო, მერე უკვე სახანძრო-სამაშველო სამსახურმაც მოგვისწრო და ამ დროისთვის მიმდინარეობს დარჩენილი კერების ჩაქრობა“, – განუცხადა რადიო თბილისს შელიამ.

საკურორტო ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button