რეგიონი

ანაკლიაში აქცია “თავისუფლება მიშას” იწყება

ანაკლიაში აქცია სახელწოდებით “თავისუფლება მიშას” იწყება.

“უკან ის ადგილია სადაც ანაკლიის პორტი უნდა ყოფილიყო.

ეკრანზე ამ იდეის სულისჩამდგმელი და ანაკლია, ლაზიკა, განმუხურის იდეის ხორცშემსხმელი- Mikheil Saakashvili.

ის რაც ახლა ხდება ბათუმში, ის რაც ხდება ჩვენს თავს ბოლო 11 წელია, გარუსების პოლიტიკა, მიშას პატიმრობა, ანაკლიის პორტის შეჩერება – ყველაფერი ეს არის არის ერთი კონტექსტი – და რუსული გეგმის ნაწილი რომელსაც საქართველოში ჰყავს შემსრულებელი რუსული ოცნება.

დღეს ანაკლიის პორტის იდეას იწერს ყველა- მაგრამ ფაქტი და რეალობა არის ერთი – მიშამდე იყო ჭაობი და წარმოუდგენლად უტოპიური ჩანდა იდეა რომ არათუ პორტი, ანაკლიაში სანაპიროზეც კი შესაძლებელი იყო უსაფრთხოდ ბანაობა.

სამეგრელოში ეს ზუსტად იციან და ამიტომ არის რომ მიუხედავად რუსული ოცნების ტერორისა სამეგრელოში ენმ ყოველთვის უგებდა რუსულ ოცნებას.

რუსული ოცნება უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას!”,-წერს ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე.

დღეს პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button