მნიშვნელოვანისაქართველო

ანალიტიკური, ექსკლუზიური, მრავალფეროვანი და დაბალანსებული – როგორ მუშაობს ჰერეთის საინფორმაციო სამსახური

“რადიო ჰერეთი და რადიო თბილისი არჩევნების დღეს, როგორც პირველ ასევე მეორე ტურში, ოპერატიულად მუშაობდა და არჩევნების გაშუქებისას ხარვეზები არ დაფიქსირებულა”, – ეს არის მედიამონიტორინგის შედეგები. კვლევა საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სამაუწყებლო კოპმანია “ჰერეთის” საინფორმაციო სამსახური სხვა რადიოებისგან გამოირჩევა: ანალიტიკური, ექსკლუზიური, მრავალფეროვანი და დაბალანსებული მასალებით. რადიოები ჰერეთი და თავისუფლება ერთ კონტექსტში მოიხსენიეს.

მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პირდაპირი ეთერი, იყო ჩართვები მთელი საქართველოდან და პროცესი სიღრმისეულად გაშუქდა.

მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ სხვა რადიოებში პრობლემაა მოვლენების ზედაპირული გაშუქება და ექსკლუზიური და ანალიტიკური მასალების მომზადება.

საანგარიშო პერიოდი 19 ივნისიდან 19 ნოემბრამდე მონაკვეთს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ რადიო ჰერეთის და რადიო თბილისის ახალი ამბების ჯგუფი წინა კვლევების მიხედვითაც ამ პრინციპებით მუშობდა.

ინტერნიუსი საქართველოს წარმომადგენლის, ზაქრო თავბერიძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button