კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ანასტასია შატალოვას საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს წარედგინებათ
თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას საქმეზე სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. მათ ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულია იმ ბინის მეპატრონეც, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიიით, მკვლელობა დაკვეთილია.
ანასტასია შატალოვა თბილისში, 18 ოქტომბერს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ესროლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.