მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ანი წითლიძე-პროკურატურას მტკიცებულებები გადავეცით

“ენმ”-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრმა ანი წითლიძემ ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

მისი თქმით, მან უწყებას ყველა ის აუდიომტკიცებულება გადასცა, რომელიც გამოძიებისთვის საკმარისი მასალაა, რომ საქმე სწორად და დეტალურად გამოიძიონ.

საქმე ეხება სოფელ ყულიშკარის სოფლის მცხოვრებ რევაზ გვილიას, რომელიც ენმ-ის მხარდამჭერია და რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, “ქართული ოცნებიდან” დაუკავშირდნენ და მასზე კომპრომატების არსებობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც წლების წინ რუსეთში მყოფი გვილიას საბანკო ვალებს უკავშირდება.

გვილიამ 1 სექტემბერს ბრიფინგზე კონკრეტულ გვარები დასახელა, მათ შორის არიან მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია და ყოფილი დეპუტატი მერაბ ქვარაია.

ანი წითლიძე მოუწოდებს პროკურატურას, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და დაიწყონ გამოძიება, რადგან აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებს შეიცავს და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი მასში მონაწილე ყველა პირმა.

წითლიძის თქმით, მუქარები რევაზ გვილიას მიმართ საჯაროდ მისი გამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button