ანჯელინა ჯოლიმ საოჯახო ფოტოსესია გადაიღო [Photo]
მსოფლიოს ერთ-ერთმა სექსუალურმა ქალბატონმა, ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ Vogue-ის ნოემბრის გამოცემაში საოჯახო ფოტოსესია გადაიღო, სადაც იგი მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად სანაპიროზე ისვენებს.
სურათების ავტორი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცია.
ჯოლიმ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ოჯახში ჰარმონია მუდმივად არ სუფევს.
„ჩემს ახალ ფილმში ცოლ-ქმარი, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში გაემგზავრა, ოჯახის შენარჩუნებას ცდილობს. სურათში მე და ბრედმა ვითამაშეთ. რეალურ ცხოვრებაშიც ასე ვართ, ჩვენი ქორწინება უპრობლემო და იდეალური არაა“, – დასძინა ჯოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 6 შვილს ზრდიან და ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებად ითვლებიან.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”20786″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]