ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. დიპლომატს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ესროლეს. 

ანდრეი კარლოვი მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ის 22 წლის თურქი სამართალდამცველი, მევლუთ ალთინთაშია.  მანამდე თავდამსხმელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა შეძახილით – “არ დაივიწყოთ ალეპო, არ დაივიწყოთ სირია”.
 
ინციდენტის დროს ხელოვნების ცენტრში ასამდე ადამიანი იმყოფებოდა. დიპლომატის გარდა, სროლის დროს დაშავდა კიდევ 3 პირი.  

მომხდარის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ტერაქტად ცნო ინციდენტი გაეროს უშიშროების საბჭომაც. საგანგებო სხდომა რუსეთის ინიციატივით გვიან ღამით შედგა. 

მსგავსი პოსტები

Back to top button