მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ანკარაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში კიზილაის რაიონში პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქებები მოხდა – ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის შესასვლელს დანაღმული კომერციული ავტომობილი მიუახლოვდა და მანქანაში მყოფმა ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

თურქული მედიის ცნობით, დანარჩენი ტერორისტები უსაფრთხოების ძალებმა გაანალეიტრალეს.

თავდასხმის შედეგად, თურქეთის პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების შემდეგ ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button