ანომალურმა სიცხემ 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთის სამხრეთში ანომალური სიცხეებია.
ჰაერის ტემპერატურამ ანდხარა-პრადეშის შტატში 47 გრადუსს მიაღწია.
ოთხი დღის განმავლობაში, ინდოეთის სამხრეთ შტატში, ანომალური სიცხის შედეგად, 500 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება The Times of India.
23 მაისს, ყველაზე მაღალი ტემპერატურა +47-48 გრადუსი ცელსიუსით, შტატ ანდხრა-პრადეშის ორ ქალაქში დაფიქსირდა.
სიცხეს, სამი დღის განმავლობაში, 335 ადამიანი ემსხვერპლა, 24 მაისს კი – 165. მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა კიდევ მოიმატებს.
უკანასკნელად, ტემპერატურის რეკორდი 47,2 გრადუსი, 1947 წელს აღინიშნა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ქუჩაში გასვლას არ ურჩევს.
ადგილობრივ კლინიკებს ჰაერის უკმარისობითა და მზის დარტყმის ნიშნებით ასობით ადამიანმა მიმართა.