ანორთოსისი ისევ კრიზისშია.კლუბი კაჭარავას ემდურება

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ კვიპროსულმა კლუბმა ანორთოსისმა ისევ წააგო.
ოლიმპიაკოსთან გასვლაზე თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩი 2:3 დათმო და კვლავ კრიზისის ფაზაში შევიდა
ცნობილია,რომ მთავარ მწვრთნელსა და ნიკა კაჭარავას შორის ინციდენტი მოხდა.კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გააფრთხილა კაჭარავა,რომ ინდივიდუალურად ივარჯიშოს და გუნდს არ შეუერთდეს.
სავარაუდოდ, ადმინისტრაცია ქართველი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს,რაც ერთხელ უკვე მოხდა,როცა კაჭარავა პოლონურ ლეხში იჯარით გაასხვისეს.
აქვე უნდა აღინიშნოს,რომ თემურ ქეცბაია ნიკას ნათლიაა.
თავად ქართველი სპეციალისტი საკუთარი “სატრანსფერო შეცდომების” გამოსწორებას იანვრის ფანჯარაში აპირებს.მას 4 ახალი ფეხბურთელის დამატების შანსი ჯერ კიდევ აქვს.
საინტერესო ისაა,კლუბის ხელმძღვანელობა იმ დროისათვის კიდევ თუ ენდობა ანორთოსისის სტაჟიან დამრიგებელს?!