სპორტი

ანორთოსისიდან ბუბა დაუშვილიც მიდის

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი უახლოეს მომავალში ანორთოსისთან კონტრაქტის გაწყვეტას და აპოელ-ში გადაბარგებას გეგმავს. -ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

ახალ გუნდთან დაუშვილის ორწლიანი კონტრატს გააფორმებს.

წყარო იტყობინება, რომ თემურ ქეცბაიას სამომავლო გეგმებში დაუშვილი აღარ ჯდება. ასევეა ფეხბურთელიც, მას აღარ სურს ფამაგუსტაში დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანორთოსისში თამაშობდნენ და ბუბას მსგავსად აპოელში გადავიდნენ ქართველი ფეხბურთელები გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი.

ამ დროისთვის ქეცბაიასთან მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი რჩება. ეს, მეკარე გიორგი ლორიაა.

32 წლის ბუბა, იგივე მურთაზ დაუშვილი ანორთოსისში 2019 წლის ივლისიდან თამაშობს. კვიპროსულ გუნდში ნახევარმცველი უნგრული ჰალადაშიდან გადავიდა. ამ დროის მანძილზე მან თავის აქტივში, 31 მატჩში 2 საგოლე პასი ჩაიწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button