მნიშვნელოვანისპორტი
		
	
	
ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთი დასაჯა

ანტიდოპინგის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა  რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებაზე, მათ შორის, ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.
ამის შესახებ ანტიდოპინგის საერთაშორისო სააგენტო პრესსამსახური აცხადებს.
ამრიგად, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება და განაცხადების წარდგენა მათი ჩატარების შესახებ 4 წლის განმავლობაში ეკრძალება. რუსეთის სპორტსმენები ოლიმპიადაზე და სხვა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეროვნული დროშის ქვეშ გამოსვლას ვერ შეძლებენ.
 
				 
 



