რეგიონი
ხანძარს 80 წლამდე მამაკცი ემსხვერპლა

80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა ხანძარს ყვარლის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა სოფელ შილდაში , ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დიდი დაკვამლიანების გამო, სახლის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახნაძრო სამსახური და პოლიცია იმყოფება, რომელიც ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.