მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ანტისაომარი აქციები რუსეთში

4 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში. სამართალდამცველებმა მათგან ათას 700 მხოლოდ მოსკოვში აიყვანეს. უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, დემონსტრანტები რუსეთის 53 ქალაქში დააპატიმრეს.

მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე პროტესტის დროს რუსეთში დაკავებულთა რიცხვი 10 000-სს აჭარბებს.
გარდა ამისა ომის საწინაღმდეგო აქციები რუსეთში – მოსკოვში დაკავებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
აქციაზე გასულ ხალხს მეტროსადგურებთან დასდევდენ და აკავებდნენ. მოსკოვის იზოლატორები გადაივსო. დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.

მხოლოდ რუსეთის დედაქალაქში გასულ დღე-ღამეში პოლიციამ 1700 ადამიანი დააკავა, აქედან 30 სასტიკად არის ნაცემი. დაკავებისას პოლიციელები ხელკეტებს და ელექტროშოკებს იყენებდნენ. ბადრაგის მანქანებში ხალხი უკრაინის ჰიმნს მღეროდა.

ათასობით მომიტინგე გუშინ “არა ომს!” და “სირცხვილი შენ!” სკანდირებდნენ. ფაქტის დამდასტუირებელი ვიდეოები სოციალურ ქსელში ოპოზიციურად განწყობილმა აქტივისტებმა და ბლოგერებმა გაავრცელეს.

ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთის 100 ქალაქში სულ 12 724 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button