სპორტი

ანტონიო კონტე „არსენალის“ დამრიგებელი ხდება

ტურინის „იუვენტუსისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა მეთოფეების დამრიგებლად დაინიშნოს.

წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტის სავარაუდო მოთხოვნებიც ცნობილია.

არსენალის ხელმძღვანელობა არ მალავს და ხმამაღლა აცხდებს, რომ პრემიერლიგაში ჩასატარებელი მომდევნო 3 თამაშის წაგების შემთხვევაში, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას პოსტს დაატოვებინებენ. არსენალს კი მომდევნო მატჩები „ნორვიჩთან“, „ბარნლისთან“ და „ტოტენჰემთან“ აქვს დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ მეთოფეებმა ახალი სეზონი სრული კრახით დაიწყეს და გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებიან. გარდა ამისა, მათ 3 თამაშში 0 ქულა აქვთ და ვერცერთი გოლის გატანა ვერ შეძლეს.

აღნიშნავენ, რომ „არსენალის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას გაანთავისუფლებენ, თუ მისი გუნდი ვერ მოიგებს პრემიერლიგის მომდევნო სამ შეხვედრას – „ნორვიჩთან“, „ბარნლისთან“ და „ტოტენჰემთან“.

ინგლისის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ, „არსენალი“ გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზეა. ლონდონელებმა წააგეს სამივე სასტარტო შეხვედრა, თანაც ისე, რომ ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button