ლაგოდეხში ტელეანძას მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება

მეორე დღეა ლაგოდეხში პარალიზებულია ბაისუბნის უღელტეხილზე არსებული “ტელე რადიო ცენტრის” კუთვნილი ტელეანძის ფუნქიონირება. იქ ელექტროენერია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. შეფერხებით მუშაობს კომპანიების: მაგთიკომის, ბილაინის და რადიო ჰერეთის სარელეო გადამცემი აპარატურაც.

როგორც რადიო თბილისს სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” განუმარტეს დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი და მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა როდის დასრულდება სადენების შეკეთება პასუხის გაცემა უჭირთ.

ლაგოდეხის ანძაზე განთავსებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიების გადამცემი აპარატურა და სარელეო არხები.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button