აფენში დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეუფარდეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში დაკავებული 4 მამაკაცი გურჯაანის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელეს.
ბრალდების მხარემ დაკავებულების პატიმრობა მოითხოვა, ეს მოთხოვნა მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა ძალაში დატოვა და ბრალდებულებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულებს სამართლო პროცესზე არ ყავდათ პირადი ადვოკატი და საკუთარი თავის დაცვა თვითონ მოუწიათ. ასევე სასამართლო პროცესს ის ადგილობრივები ესწრებოდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქცია გამართეს, თუმცა მათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთეს.
გურჯაანის სასამართლოში მომდევნო პროცესი 23 აპრილს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 4 მამაკაცი სოფელ აფენში 23 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელებისთვის წინაღმდეგობის გაწევას და ჯგუფურ თავდასხმას გულისხმობს.