აფენში სახლები დაიტბორა [ფოტო]
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ათეულობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი გაფრინდაშვილმა განუცხადა, წვიმის შედეგად მოვარდნილი ჭარბი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დატბორა. აფენში სპეციალური ტექნიკა მუშაობს, რომელიც არხებს ასუფთავებს.
ჯერ უცნობია რა სახის ზარალი მიიღო მოსახლეობამ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათია თითქმის გადაუღებლად წვიმს.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”3579″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]