აფეთქება ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა. დაზიანდა ყარსის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მონაკვეთი.
მიზეზი უცნობია. ყარსის გუბერნატორის განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს. რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეაჩერეს.
აზერბაიჯანული გამოცემა აპა.აზ-ის ცნობით, აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსში ტყის ტერიტორიაზე მოხდა.
აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ უცნობია, როგორც ყარსის გუბერნატორი გუნაი ოზდემირი აცხადებს, მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.