მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აფეთქება ბათუმის თევზის ბაზარში

ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ადგილობრივების ინფორმაციით, თევზის ბაზარში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

როგორც ისინი აცხადებენ, შემთხვევა დილის 6 საათზე იმ ნაწილში მოხდა, სადაც ერთ-ერთი კაფეს სამზარეულოა განთავსებული. კაფე თავად თევზის ბაზრობის მეპატრონეს ეკუთვნის.

შედეგად, ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button