მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აფეთქება დიდ დიღომში

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, – ეს განცხადება საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ხუთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. მათ სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

მოისმინეთ თეიმურაზ კუპატაძის კომენტარები, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button