საუდელმა პრინცმა 80 შევარდენს თვითმფრინავის ბილეთები უყიდა [Video]

პორტალ Reddit.com-ის მომხმარბელმა ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც თვითმფრინავის სალონში მგზავრებთან ერთად ათობით შევარდენი მოგზაურობს. ფოტომ 24 საათის განმავლობაში ვირუსული პოპულარობა მოიპოვა. როგორც რიგმა უცხოეთის გამოცემამ აღნიშნა, საუდელმა პრინცმა თავის 80 ფრინველს სამგზავრო ბილეთები უყიდა.

როგორც გამოცემა Gizmodo აღნიშნავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შევარდნებით ნადირობამ ისეთი პოპულარობა შეიძინა, რომ საერო გადამზიდმა – Etihad Airways-მა საგანგებო პოლიტიკა შეიმუშავა.

„საჰაერო ჰომალდის სალონში მტაცებელი ფრინველების გადაზიდვით ნამდვილად ვართ დაკავებულნი, ოღონდ იმ პირობით, თუკი მფლობელები შესაბამის საბუთებს წარმოგვიდგენენ“, – მითითებულია ავიაკომპანიის საიტზე.

The Atlas Obscura 2015 წელს წერდა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში თვითმფრინავრბის სალონებში მგზავრებთან ერთად შევარდნების გადაზიდვა ნებადართულია. 2002-დან 2013 წლამდე ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული ფრინველებისთვის განკუთვნილი 28 ათასი პასპორტი გასცა.

შევარდნებისთვის საპასპორტო სისტემის შემოღება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის მიერ 2002 წლიდან იყო უზრუნველყოფილი. პასპორტები შევარდნებს თვითმფრინავების სალონებში მოგზაურობის ნებას რთავს: ბაჰრეინში, ქუვეითში, ომანში, ყატარში, საუდის არაბეთში, პაკისტანში, მაროკოსა და სირიაში. პასპორტების მოქმედების ვადა 3 წლით განისაზღვრება.

ავიაკომპანია Flydubai-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შევარდნებს სალონში საკუთარი ადგილი ეკუთვნის და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ფრინველები სპეციალურ ქსოვილზე უნდა მოათავსონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button