მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფეთქება რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდში

უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქი ბელგოროდის სავაჭრო ცენტრი ხუთშაბათს დილით დაიბომბა, რის შედეგადაც რუსეთის მედიისა და ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით არიან დაღუპულები და დაჭრილები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონში ჩამოაგდეს 14 რაკეტა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარი „ვამპირიდან“ გაისროლეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა იყოს იერიშის მიზანი და მოჰყვა თუ არა მას ნგრევა და მსხვერპლი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე ცეცხლის ალში გახვეული სავაჭრო ცენტრის შენობის ფოტო და ვიდეო კადრები. ადგილიდან ასევე იუწყებიან, რომ რაკეტა ან მისი ნამსხვრევები 42-ე სკოლის ეზოში დაეცა.
ტელეგრამის არხი Shot-ის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული 4, ხოლო Mash-ი დაახლოებით ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებიან. დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადრე სარაკეტო იერიშის საფრთხის შესახებ განაცხადა.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. გლადკოვის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, კიდევ 18 ადამიანი დაშავებულია.

როგორც გუბერნატორი აღნიშნავს, ქალაქ ბელგოროდში დაზიანებულია შვიდი კერძო სახლი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი. დაღუპულთა შორის არიან ცენტრის ვიზიტორები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30-ზე აღკვეთეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით უკრაინის თავდასხმის მცდელობა. უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიის თავზე 14 რეაქტიული ჭურვი გაანადგურეს. თუმცა, ისინი არაფერს არ წერენ მსხვერპლზე.

ბელგოროდზე იერიშს წინ უძღოდა რუსეთს მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის რამდენიმე რეგიონში.

უკრაინულ სამხედრო უწყებას ბელგოროდზე სავარაუდო სარაკეტო იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button