მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში-არის მსხვერპლი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც მისი თანამშომლები ამბობენ, უბედური შემთხვევა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა, ამიტომ მომხდარის დეტალები არ იციან. აფეთქების მიზეზი უცნობია.

“უბანზე რაიმე მძიმე და რთული დანადგარები არ გვაქვს, მხოლოდ ჟანგბადის ბალონებია”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით,59 წლის მამაკაცის დაღუპვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით, რაც შრომის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button