მცხეთა UNESCO-ს ძირითად ნუსხაში დაბრუნდა

მცხეთა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა.

2009 წელს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის გამო საქართველოს ძველმა დედაქალაქმა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაინაცვლა. ახლა კი, მისი სიაში დაბრუნების გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button