მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფეთქებების ხმა კვლავ ისმის უკრაინის ტერიტორიაზე

რუსული აგრესიის 193-ე დღე უკრაინაში

რუსული აგრესიის 193-ე დღე უკრაინაში – ოკუპანტების სამიზნე ისევ გახდა დონეცკის ოლქი, გარდაიცვალა 4 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 2.

ავიაიერიშებს მსხვერპლის გარეშე არც ხარკივის ოლქში ჩაუვლია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივის ოლქში, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა რამდენიმე ქალაქზე. აქ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და სკოლები.
დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას მიკოლაევის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ანა ზამაზეევა ავრცელებს.

„მხოლოდ გუშინ მიკოლაევის რაიონში, მტრული ქმედებების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამწუხაროდ, არის დაღუპულიც – 8 წლის ბავშვი“, – აღნიშნა მან საკუთარ ტელეგრამ არხზე.

ზამაზეევამ დასძინა, რომ ყველა დაზარალებული გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და უტარდებათ საჭირო დახმარება.

მისი თქმით, დღეს დილის მდგომარეობით, მიკოლაევის საავადმყოფოებში 579 მოქალაქე მკურნალობს.

ზამაზეევამ აღნიშნა, რომ ქალაქი მიკოლაევი გვიან ღამით მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. რაკეტის აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სამი სამედიცინო დაწესებულების, ორი სასწავლო დაწესებულების, მუზეუმისა და საცხოვრებელი კორპუსები.

მხოლოდ გასული დღე ღამის განმავლობაში, რუსულმა ჯარებმა 67-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი.

რუსული ჯარების უწყვეტი დაბომბვის შედეგად ელექტროქსელიდან გაითიშა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-5 ენერგობლოკი.

“მტერი განაგრძობს ძალისხმევას სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკიზე. ასევე ცდილობს შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 10-ზე მეტი რაკეტა ისროლა და 24-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სისტემატიური მასიური საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება,” – განაცხადა უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების შტაბის სპიკერმა პავლო კოვალჩუკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button