მნიშვნელოვანისაქართველო
აფეთქებით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

მძიმეა თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა. 77 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის 35%, ასევე სასუნთქი გზები. პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
შემთხვევა 28 ოქტომბერს, ღამით მოხდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. დაზიანდა ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართული. შედარებით ნაკლებად მეოთხე.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ხუთი დაზარალებული ოჯახი დროებით სასტუმროში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები იმ ოჯახებისთვის, რომელთა ბინები არ დაზიანებულა, ეზოს მხრიდან ალტერნატიული შესასვლელი გაკეთდა.
აფეთქებით დაზიანებულ კორპუსს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აღადგენს, თუმცა, რა ვადაში ჯერჯერობით უცნობია.