მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აფხაზეთი რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ტერიტორიაზე 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი წერილი აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 12 ოქტომბერს გაუგზავნა.

”გთხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოგვიჩინოთ დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკაში დროებითი, 500-საწოლიანი საველე სამედიცინო ჰოსპიტალის განთავსებით, ასევე სამედიცინო პერსონალის, სპეციალიზირებული აღჭურვილობისა და საჭირო მედიკამენტების მოწოდებით“,- ნათქვამია წერილში.

ე.წ. თავდაცვის მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში“ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button