აფხაზეთიდან დევნილები თელავში სოციალურ პრობლემებზე ჩივიან
თელავში აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარესა და კახეთის გუბერნატორს, დევნილმა მოსახლეობამ საკუთარი პრობლემები გააცნო და მათზე დროული რეაგირება მოითხოვა.
“წლების განმავლობაში კორპუსებამდე მოსასვლელი გზა, მოუწესრიგებელი იყო. რეაბილიტაცია ჩაუტარეს. ავტოსადგომი ააშენეს, თუმცა სოციალური პრობლემები ბევრი გვაქვს და დახმარება გვჭირდება. გვინდა, რომ დევნილებისთვის გამოყოფილი ყოველთვიური დახმარება ფასებს ცოტა მაინც შეესაბამებოდეს”- განაცხადა ერთ- ერთმა დევნილმა.
სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩაატარა.
ბიუჯეტმა დააფინანსა ავტოსადგომიც, რომელიც დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსთან მოეწყო.
აფხაზეთიდან დევნილი, 50- ზე მეტი ოჯახი, თელავის გარეუბანში, თითქმის 30 წელია ცხოვრობს.