რეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომელიც ზუგდიდში მკურნალობდა, კოვიდ-19-გან განიკურნა.

ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველთან“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ.

„პასუხი მოვიდა გუშინ გვიან, იყო უარყოფითი, ანუ კორონავირუსი არ დაფიქსირდა ბიოლოგიურ მასალაში. ამდენად, პაციენტი გამოჯანმრთელებულია და მან კლინიკა დღეს დატოვა.

მკურნალ ექიმს ექნება კომუნიკაცია პაციენტთან და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ის უნდა იყოს იზოლაციაში,“ – ამბობს ექიმი და ამატებს, რომ 15 დღის შემდეგ, პაციენტს მონიტორინგს, აფხაზეთში, სავარაუდოდ, უბნის ექიმი გაუწევს.

50 წლამდე ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში 30 მარტს გადაიყვანეს. მაშინ საავადმყოფოს დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა თქვა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო და კლინიკაში შეყვანისას, ქალი თავს ნორმალურად გრძნობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button