რეგიონისაქართველოსიახლეები
აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი გადმოიყვანეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული 2 პირი გადმოიყვანეს.
ქუთაისის კლინიკა “ლჯ და კომპანია – ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სწორედ მათ კლინიკაში მოათავსეს.
ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს, ინფიცირებული ქალი კი, მანამდე აფხაზეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის სურვილი გამოთქვეს.
12 აპრილის მონაცემებით, ჯამში, აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტია გადმოყვანილი. მათგან ერთი ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.