მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ალექსანდრე ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი,რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა,ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იგი გუდაუთის საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
მედიკოსების ინფორმაციით, დე ფაქტო პრემიერის მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება. თუმცა აღნიშნავენ, რომ საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება საავადმყოფოს პირობებში.
კორონავირუსი აქვს ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც, რომელიც თვითიზოლაციაშია.
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.