აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან განიკურნა
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალქსანდრ ანქვაბი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და მოსკოვის კლინიკიდან გაეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური იუწყება. იგი გარკვეული დროს განმავლობაში რებილიტაციის კურსს გაივლის.
აფხაზ პოლიტიკოსს კორონავირუსი გასული წლის 30 დეკემბერს დაუდასტურდა. ის თავდაპირველად სახლის პირობებში მკურნალობდა, თუმცა შემდეგ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 7 იანვარს, მედიკოსებმს მიიღეს გადაწყვეტილება, მისი მოსკოვის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, სადაც დღემდე მკურნალობდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ – მინისტრის მოვალეობას დროებით “ვიცე – პრემიერი, ფინანსთა მინისტრი”, ვლადიმირ დელბა ასრულებს.
შესაბამის ბრძანებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 11 იანვარს მოაწერა ხელი.