მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში ჩავიდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში ჩავიდა. ბჟანიას”ოფიციალური ვიზიტის” შესახებ პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
აფხაზური დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში “პარლამენტის და მთავრობის წევრებიც შედიან,შეხვედრებს დღეიდან, 17 მაისიდან გამართავენ”,-ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება. ასევე გაიმართება,”აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა”.
სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.