მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თანამშრომელი ნონა უბილავა მთავრობის თავმჯდომარეს ,რუსლან აბაშიძეს ნეპოტიზმსა და დევნილების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.

“თქვენ ხართ ადამიანი ,რომელიც საერთოდ არ ფიქრობთ დევნილებზე. თქვენ ხართ თავმჯდომარე , რომელიც ყველაზე მეტად არღვევს დევნილების უფლებებს. თქვენ ხართ გულგრილი და გულცივი , რომელიც ვერ აღიქვამს სხვის ტკივილს და გაჭირვებას. საკუთარი მეუღლის დაქალებით გაავსეთ უწყება და ამ დროს გაჭირვებულ დევნილებს სახლში უშვებთ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე!

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თქვენ ხართ კორუმპირებული! არავინ არაფრად არ მიგაჩნიათ იმიტომ , რომ პრეზიდენტს არჩევნების დროს 200 ათასი უფეშქაშეთ სავარაუდო ელჩობის ავანსად, მაგრამ სანამ ელჩობას ” ჩააწყობთ” დახარჯული აქ უნდა ამოქაჩოთ მშიერი და დაბეჩავებული თანამშრომლების უფლებების დარღვევის ხარჯზე. უწყება უფუნქციოდ დატოვეთ და რუხში ” გააციმბირეთ ” მხოლოდ იმის გამო , რომ 5 ჯერ მეტი გადაგეხადათ თქვენი ახლობლისთვის ყოფილ სასაუზმეში.

ის კი არ გადარდებთ რომ იმ შენობაში ადამიანი ჯანმრთელობას კარგავს. და საერთოდ არფრად არ ჩათვალეთ რეგიონიდან ჩამოსული დევნილები , რომლებმაც უნდა დახარჯონ დრო, თანხა და ნერვები ქალაქის ნაცვლად სოფელ რუხში , რომ წავიდნენ და დამატებით გაიარონ 40 კილომეტრი! ეს არის მცირე ჩამონათვანი თქვენი დანაშაულების. არც მომავალში არ დამზარდება შეგახსენოთ საკუთარი თავი გაჭირვებული დევნილების პრობლემებთან ერთად!”-ასე მიმართავს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს დევნილი ნონა უბილავა

მსგავსი პოსტები

Back to top button