მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

აფხაზეთის მაღალმთიანეთში ხანძარია

ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიან რაიონში ხანძარია.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ტყეს სოფელ პსხუში უკიდია. ხანძარი 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძრის მასშტაბის ზუსტი შეფასება ამ ეტაპზე კვამლის გამო ვერ ხერხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა აუცილებელი გახდა ავიაციის გამოყენება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის შესაძლოა, რუსეთს მიმართონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button