მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფხაზეთის პოლიტიკურ ძალას რუსეთთან შეერთების სურვილი არ აქვთ

აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდნენ, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “უშიშროების საბჭოს” მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თქმითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლოა, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.

„სამხრეთ ოსეთს არაერთხელ ჩაუტარებია რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე და ეს არის ბუნებრივი გზა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ერთიანი ხალხის გაერთიანებისთვის და ვფიქრობ, რომ სრულად შესაბამისობაშია დიმიტრი ანატოლიევიჩის ნათქვამთან. იმედი მაქვს, რომ თავის დროზე შესაბამისი შეიქმნება და სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება, რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, განსხვავებული, არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე და ვერ ვხედავ აფხაზეთში პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთოებების ასეთ ფორმას დაინახავდნენ”, – განაცხადა შამბამ.

შეგახსენებთ თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლოა ის განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.

შამბას თქმით, აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავენ.

მედვედევი საქართველოს დაემუქრა-არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს

მსგავსი პოსტები

Back to top button