მნიშვნელოვანისიახლეები

ყაზახეთში “ილორის” ოთხი წევრი უსაფრთხოდაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში, საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ანსამბლ “ილორის” ოთხმა წევრმა, რომლებიც დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომეტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქე დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე.

საგარეოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

ნახეთ ილორის წევრის მიმართვა

მსგავსი პოსტები

Back to top button