მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
აფხაზეთში დაღუპულთა ნეშტებს დღეს ოჯახებს გადასცემენ
90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთში დაღუპული 13 ადამიანის ნეშტს დღეს ოჯახებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით ოჯახების სურვილით, ცხრა ნეშტს საგვარეულო სასაფლაოებზე, ხოლო ოთხს – სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგულად ითვლება 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი.