მნიშვნელოვანირეგიონი

აფხაზეთში დაზიანებულ კავკასიური ჯიშის 150 წლის ცაცხვის ხეს ჩინური პრეპარატებით მკურნალობენ

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლიხნიში დაზიანებულ კავკასიური ჯიშის 150 წლის ცაცხვის ხეს ჩინური პრეპარატებით მკურნალობენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიის “სახელმწიფო კომიტეტის” თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განაცხადა, რომ პეკინიდან წამლის მიწოდება რთული საქმე აღმოჩნდა.

„თავიდან მოსკოვში თვითმფრინავით ჩამოიტანეს, მაგრამ იქიდან ჩვენთვის გამოგზავნა ვერ მოხერხდა.

აზერბაიჯანის რკინიგზა ჩავრთეთ რუსეთის რკინიგზის მეშვეობით წამლის მიწოდების ორგანიზებისთვის. “ – განაცხადა ჭითანავამ.

მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიდევ 30 წვეთოვანს დააყენებენ დაზიანებულ ხეზე და აღდგენის კურსს ამით დაასრულებენ.

სოფლის ისტორიულ ველზე 150 წლის ცაცხვი 5 აპრილს საღამოს დაზიანეს. ქერქის დაზიანების სიღრმე 15-დან 20 სანტიმეტრამდეა.

ცაცხვის დაზიანების ფაქტზე აფხაზეთის ორი მოქალაქე ირაკლი და დაურ ბაგათელია დააკავეს.

ცაცხვის დაზიანების ფაქტზე აფხაზეთის ორი მოქალაქე ირაკლი და დაურ ბაგათელია 11 აპრილს დააკავეს.

ირაკლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაური კი გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button