მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 243 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1868-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 15 პირი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 655 გახდა, გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 15-ს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button