მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

აფხაზეთში, კორონავირუსის გამო შეზღუდვები განახლდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გაზრდის გამო, კვლავ შეზღუდვები დაწესდა.

“პრეზიდენტის” ასლან ბჟანიას განკარგულებით, 5 ოქტომბრიდან დახურულ სივრცეებში მასობრივი შეკრებები და ღონისძიებები აიკრძალა.

გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისთვის, რომლებსაც მკაცრად მოუწევთ რეკომენდაციების დაცვა.

აიკრძალა ქორწილები და სხვა სახის წვეულებები. სავალდებულოა ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვა სამგლოვიარო ღონისძიებებზე.

კვების ობიექტებს რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ ფუნქციონირება, რაც დეზინფექციას და დისტანციის დაცვას გულისხმობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ტესტირება 248 პირს ჩაუტარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 55-ის კი საშუალო სიმძიმის.

ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში კოვიდ-19-ის 1 700-ზე მეტი ფაქტია დადასტურებული, მათგან 13 ადამიანი გარდაიცვალა, 621 კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button