მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, COVID-19-ის თანმდევი გართულებებით, პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 1925 წელს დაბადებული ქალია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბი ადასტურებს.

სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით, 95 წლის ქალს ვირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა კვირაზე მეტ ხანს ის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა. სერიოზული გართულებებით, ის ჰოსპიტალში 20 აპრილს მოათავსეს.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 26 აპრილის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსი სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა. სამივე გაგრაში, ერთი სახლის მცხოვრები იყო. გარდაცვლილის გარდა, ერთი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და მის მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ. მეორე პაციენტი კი, უკვე განიკურნა და სახლში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button